ქეთი მელუა ევროპის კულტურის ჯილდოს მფლობელი გახდა

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა კიდევ ერთი ჯილდო მიიღო.

მომღერალი ქეთი მელუა ლეგენდარულ ჯგუფ Scorpions-თან ერთად ევროპის კულტურის ჯილდოს მფლობელი გახდა. ინფორმაცია თავად ქეთი მელუამ გაავრცელა საკუთარ გვერდზე.

დაჯილდოვების ცერემონია ბონის ოპერის თეატრში გაიმართა, სადაც მომღერალი ანუკი არეშიძის შექმნილი კაბით იწონებდა თავს.

ევროპის კულტურის ჯილდო, კულტურაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის,  ყოველწლიურად გამორჩეულ შემოქმედებს გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები