2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო გოგა ჯაჯვანისგან

ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გოგა ჯაჯვანმა ატაცში თავი 98 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ძალოსანმა აკვრაში 118 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა,  ხოლო ორჭიდის ჯამში 216 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ზურაბ  ანთაურის გუნდის წევრებმა ორ დღეში საერთო ჯამში 9 მედლის მოპოვება შეძლეს – 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო:

გიგა ოდიკაძე 2 ოქრო 1 ვერცხლი

რევაზ მილდიანი  1 ოქრო 1 ვერცხლი

ლერი ნეფარიძე 1 ბრინჯაო

გოგა ჯაჯვანი 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები