10 უახლესი დოკუმენტური ფილმი Focus Caucasus-ის საკონკურსო სექციიდან

დღეიდან, 21 აგვისტოდან, ყოველ შაბათ-კვირას, მთელი ფესტივალის განმავლობაში, CinéDOC-Tbilisi თავის ვებგვერდზე გეპატიჟებით, სადაც ვირტუალურ კინოდარბაზში შესაძლებლობა გექნებათ ონლაინ იხილოთ 10 უახლესი დოკუმენტური ფილმი Focus Caucasus-ის საკონკურსო სექციიდან, რომელიც აერთიანებს ფილმებს კავკასიის რეგიონიდან – სომხეთიდან, აზერბაიჯანსა და საქართველოდან.

„გაითვალისწინეთ, რომ ფილმების ჩვენება ონლაინ გაიმართება 17:00-21:00 საათამდე პერიოდში (გარდა სალომე ჯაშის ფილმისა „მოთვინიერება“, რომელიც დღეს, 18:00-21:00 საათამდე პერიოდში იქნება ნაჩვენები).

თითოეული ფილმის ჩვენების დღეს, ჩვენს ვებგვერდზევე, იმავე პლატფორმაზე (Focus Caucasus-ის საკონკურსო სექცია), 21:00 საათზე გაიმართება დისკუსია რეჟისორთან და ყველა დაინტერესებულს შეუძლია შემოგვიერთდეს!“ – CinéDOC-Tbilisi- ის განცხადებაში.

CinéDOC–Tbilisi ერთადერთი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია კავკასიაში, რომელიც საერთაშორისო და ქართულ უნიკალურ შემოქმედებით დოკუმენტურ კინოს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები