4 ივლისს ისტორიკოსი, მწერალი გურამ რჩეულიშვილი დაიბადა

„…და ზის გურამ რჩეულიშვილი თავის ოთახში და შევცქერივართ გაოგნებულად დაბნეულები ამ დიდსა-დიად, უნაღდეს მწერალს ანუ კაცურად გადამწერს, ის მერე რა რომ 24 – საა მხოლოდ, – პროზის კაცია“ – გურამ დოჩანაშვილის მოგონება

„.. და ზის გურამ რჩეულიშვილი თავის ოთახში და შევცქერივართ გაოგნებულად დაბნეულები ამ დიდსა-დიად, უნაღდეს მწერალს ანუ კაცურად გადამწერს, ის მერე რა რომ 24 – საა მხოლოდ, – პროზის კაცია როგორი ნაღდი, მისი ოთახის კედლები კი მის რომელიღაცა ძმაკაცის მიერ ნახშირითაა მოხატული, რაღაც – რაღაცა მძლავრი სახეები ზოგი განზეა მიქცეული, ზოგიერთები კი ჩვე-ბეჩავებს – ჯონდო მეტრეველს და მე შემოგვყურებს, ნახშირულ წესით: მკაფიოდ, ფშვნადად და მყარად. საწერ მაგიდაზე ადამიანის თავის ქალა უდევს შექსპირისეულ მამა ლორენცოსავით, “კაცისაა” ო მკაცრად გვითხრა თუ “ქალისაა” ო ნაზად თქვა ეს, ეს აღარ მახსოვს შეცბუნებისგან. გურამს კი მუხლებზე გიტარა უდევს, და თუმცა დაკვრა არ იცის მაგრამ რად უნდა – თავისკენ ღონივრად ამოკენკილი სიმები ჩვენთვის, რაღაც უცნაურ ჟღერადობებს ჟღერენ, მსჭვალავენ ჰაერს რაღაც გურამისეულით….

მე ახლაც, სანამ მაგიდას მივუჯდებოდე, მე სულ, მუდამ ვგრძნობ გინდაც არ მახსოვდეს მის იმ-იმ მზერას, გამომცდელს როგორ, 26 წლის ვითო ყმაწვილისას, გურამმა ამდენ წელიწადს იცოცხლა მხოლოდ, ოღონდაც ეს კი – მართლაც ვითომ – მხოლოდ, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ვთქვათ 84 წლის მიუხედავად 2 – ოდ წუთიც ვერ იცოცხლეს ნაღდი ცხოვრებით, გურამს კი დღეში 24 კი არა სადღაც 365 საათი ჰქონდა, ეს მან იცოდა თუ იცოდა ყველაფრის მოსწრება …

გურამ დოჩანაშვილი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები