საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა“ გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალდაფუძნებული ქართულ დიასპორათა ცენტრის ორგანიზებით, პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა“ გაიხსნა, რომელიც თურქეთში მცხოვრები ქართველი ეროვნული მოღვაწის ახმეთ მელაშვილის ხსოვნას ეძღვნება. კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები, როგორც საქართველოდან, ისე თურქეთის 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან.

ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე მომხსენებლები იმსჯელებენ: ახმეთ მელაშვილის ღვაწლის, თურქეთში ქართველი ხალხის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ისტორიულ ძეგლთა კვლევის, ქართულ-თურქულ კულტურული ურთიერთობების, დიასპორებში და თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების პრობლემების, აგრეთვე, ფერეიდნელ და ჰერ ქართველთა ისტორიისა და კულტურის საკითხების შესახებ.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia, სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები