ინფორმაცია არგენტინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

„ამ ეტაპზე, არგენტინაში მოქმედებს სოციალური, პრევენციული და სავალდებულო დისტანცირება (Distanciamiento Social, Preventivo y Obligatorio DISPO). 

2021 წლის 12 ივნისიდან ბუენოს-აირესის ავტონომიურ ქალაქში მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა 00.00 საათიდან დილის 6 საათამდე.

2020 წლის აპრილ-მაისიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის გამოყენება ნებისმიერ სახალხო თავშეყრის ადგილას (საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზია, აფთიაქი, საავადმყოფო), ასევე ქუჩაში. კანონის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოქალაქე დაჯარიმდება. ეს ნორმა დღემდე ძალაშია.

ამ ეტაპზე ბუენოს-აირესის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება შეზღუდული რაოდენობის რეისები ევროპის მიმართულებით (პარიზი, ამსტერდამი, მადრიდი, ბარსელონა, მაინის ფრანკფურტი, სტამბოლი). ავიაბილეთებს ყიდიან ავიაკომპანიები  AIR FRANCE, KLM, IBERIA, AIR EUROPA, LEVEL, LUFTHANSA, TURKISH AIRLINES.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, არგენტინაში საქართველოს საელჩოსა და საკონსულო სამსახურში მოქმედებს ცხელი ხაზი შემდეგ ნომრებზე: +5491125934407; +5491155250077.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები