12 ივნისს, ალიკანტეში საკონსულო მოქალაქეებს მიიღებს

Cultura Diaspora Georgiana – ს ინფორმაციით, 12 ივნისს, საკონსულო მომსახურების მიზნით, ქ. ალიკანტეში, 10:00- დან 14:00- საათამდე იწარმოებს მოქალაქეთა მიღება შემდეგ მისამართზე:   calle Cisne 23. Alicante 03006.

„გაწვდით ინფორმაციას საკონსულო მოქმედებების შესახებ( წარსადგენი დოკუმენტებისა და ანგარიშის ნომრების მითითებით).

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების მსურველთათვის

  • „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობა/ბინადრობის მოწმობებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს მოქალაქეებზე გაიცემა მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტები (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რისთვისაც აუცილებელია დაინტერესებული პირის საკონსულოში პირადი გამოცხადება (გამონაკლისია 9 წლამდე ასაკის ბავშვები).
  • პასპორტი გაიცემა საკონსულოში გამოცხადებიდან 45 დღეში.

პასპორტის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტი;

არასრულწლოვანის შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

  • არასრულწლოვანის პასპორტის მოთხოვნისას აუცილებელია ორივე მშობლის პირადი გამოცხადება;
  • დისკზე ჩაწერილი და ამობეჭდილი ბავშვის ბიომეტრიული ფოტოსურათი 3,5×4,5 ზე;
  • ბავშვის დაბადების მოწმობა. თუ დაბადების მოწმობა გაცემულია ესპანეთში. ან სხვა ქვეყანაში, წარმოადგინეთ აპოსტილით დამოწმებული საერთაშორისო, მრავალენოვანი (Internacional/Plurilingüe) დაბადების მოწმობის ორიგინალი (რომელიც ესპანეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო რეესტრის ფილიალებში გაიცემა), ან ქართულ/ინგლისურ ენაზე ოფიციალურად თარგმნილი და აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობა. თუ დაბადების მოწმობა გაცემულია საქართველოში, წარმოადგინეთ ორიგინალი ან ასლი.
  • ბავშვის ძველი პასპორტი ორიგინალი + ასლი
  • ორივე მშობლის პასპორტი ორიგინალი + ასლი
  • მომსახურებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდის ქვითარი – 60.82 ევრო. აღნიშნული თანხა უნდა გადაიხადოთ BBVA ბანკში არსებულ ES80 0182 0206 30 02015 48 996 ანგარიშზე .

თანხის გადახდის დროს გთხოვთ მიუთითოთ ბავშვის სახელი და გვარი.

  • თუ პასპორტს ითხოვთ დაკარგული პასპორტის ნაცვლად, უნდა წარმოადგინოთ პასპორტის დაკარგვის თაობაზე ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ/კომპეტენტურ ორგანოებში შესაბამისი განაცხადის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება დაკარგული პასპორტის ნომერი. ცნობის გაცემა შესაძლებელია მოითხოვოთ ინგლისურ ენაზე. ესპანურენოვანი ცნობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი ქართულ, ან ინგლისურ ენაზე თარგმნა და სათანადო წესით დამოწმება.

თუ ერთ-ერთი მშობელი ვერ ახერხებს საკონსულოში პირადად გამოცხადებას, წარმოადგინეთ ადგილობრივი ნოტარიუსის მიერ გაცემული ქართულ, ან ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული თანხმობა, ან თანხმობა განაცხადეთ დისტანციურად (www.sda.gov.ge) ერთი მშობლის მიერ განაცხადის საკონსულოში წარდგენის შემდეგ.

9 წლიდან ბავშვის გამოცხადება სავალდებულოა.

ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის სრულწლოვანის შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

  • დისკზე ჩაწერილი და ამობეჭდილი ბიომეტრიული ფოტოსურათი 3,5×4,5 ზე
  • ძველი პასპორტი ორიგინალი + ასლი
  • მომსახურებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდის ქვითარი – 121.63 ევრო. აღნიშნული თანხა უნდა გადაიხადოთ BBVA ბანკში არსებულ ES80 0182 0206 30 02015 48 996 ანგარიშზე . თანხის გადახდის დროს გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.
  • თუ პასპორტს ითხოვთ დაკარგული პასპორტის ნაცვლად, უნდა წარმოადგინოთ პასპორტის დაკარგვის თაობაზე ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ/კომპეტენტურ ორგანოებში შესაბამისი განაცხადის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება დაკარგული პასპორტის ნომერი. ცნობის გაცემა შესაძლებელია მოითხოვოთ ინგლისურ ენაზე. ესპანურენოვანი ცნობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი ქართულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნა და სათანადო წესით დამოწმება.

დოკუმენტის თარგმნა/თარგმნის სისწორის დამოწმება

– საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მისი ასლი

– სათარგმნი დოკუმენტის ორიგინალი

– საკონსულო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (1 გვ = 10 ევრო გადახდილი BBVA ბანკში ანგარიშზე ES29 0182 0206 37 02015 48 989). თანხის გადახდის დროს გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.

ცნობა ნასამართლეობის შესახებ

  • საქართველოს მოქალაქის პასპორტი + ასლი

ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ

  • საქართველოს მოქალაქის პასპორტი + ასლი
  • ქვითარი (18.71 ევრო გადახდილი BBVA ბანკში ანგარიშზე ES80 0182 0206 30 02015 48 996). თანხის გადახდის დროს გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.

ცნობები სხვადასხვა სახის:

  • საქართველოს მოქალაქის პასპორტი + ასლი
  • მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (24 ევრო BBVA ბანკში ანგარიშზე ES29 0182 0206 37 02015 48 989). თანხის გადახდის დროს გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა

  • საქართველოს მოქალაქის პირადობა + ასლი
  • დისკზე ჩაწერილი და ამობეჭდილი ბიომეტრიული ფოტოსურათი 3,5×4,5 ზე
  • ქვითარი (28.07 ევრო გადახდილი BBVA ბანკში ანგარიშზე ES80 0182 0206 30 02015 48 996). თანხის გადახდის დროს გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.“ – ნათქვამია Cultura Diaspora Georgiana – ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები