ოდესის ქართული კულტურის ცენტრმა “ივერია” სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

ოდესის ქართული კულტურის ცენტრში “ივერია” გაიმართა წლის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები-საქართველოს კონსული თორნიკე ბერეკაშვილი მეუღლესთან ერთად. აგრეთვე საქველმოქმედო ფონდის დამაარსებლები ნატალია და ინნა პრივალოვები.
სკოლის ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და პროზაული ნაწარმოებები, ასევე წარმოაჩინეს კითხვის უნარჩვევები.
ჩატარდა სამხატვრო გამოფენა “ჩემი საქართველო”, რომელზეც გამოიფინა სკოლის როგორც უმცროსი, ასევე უფროსი მოსწავლეების ნამუშევრები. ღონისძიების ყველა მონაწილე დაჯილდოვდა საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით საქართველოს კონსულის მიერ.
ნატალია პრივალოვამ კი დააჯილდოვა ტარას შევჩენკოს მიძღვნილი საერთაშორისო კონკურსის ლაურიატები ნ.ახალაია და შ.ცეხლაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები