ზაარბრიუკენის სამრეკლოდან მთელი ზაფხულის განმავლობაში, ყოველ დღე “სულიკო” აჟღერდება

საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით 26 მაისს ზაარბრიუკენში მერიის შენობაზე აღიმართება საქართველოს დროშა.

ამავდროულად, ადგილობრივი დროით 15:15 საათზე, ზაარბრიუკენის მერიის სამრეკლოს მეშვეობით შესრულდება ქართული სიმღერა „სულიკო“, რომლის ფონზე გაშვებულ იქნება საჰაერო ბუშტები საქართველოს დროშის ფერებში.

აღსანიშნავია, რომ გერმანულ მხარესთან შეთანხმებით, სიმღერა „სულიკო“ მერიის მიერ შეტანილ იქნება სამრეკლოს ზარებით შესასრულებელ ნაწარმოებთა საზაფხულო რეპერტუარში, რაც გულისხმობს, რომ სიმღერა „სულიკო“ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს შესრულდება.

ცერემონიაზე დასწრების მსურველები გთხოვთ მობრძანდეთ მერიის წინ, ღია სივრცეში 26 მაისს 14.30 საათზე. კოვიდ რეგულაციების დაცვით. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს გენერალური კონსული ლევან დიასამიძე და ქ. ზაარბრიუკენის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ბატონი ტომას მრიუკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები