საქართველოს საელჩო იტალიაში სტაჟირების კონკურსს აცხადებს

 

განაცხადების მიიღება იწარმოებს 2021 წლის 14 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით. 

კონკურსის შედეგად, საელჩოსა და საკონსულო სამსახურში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 6 საუკეთესო აპლიკანტს, 3 შერჩეული კანდიდატი გაივლის სტაჟირებას საკონსულო სამსახურში, ხოლო 3 – საელჩოში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

განაცხადები მიიღება 2021 წლის 14 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: rome.emb@mfa.gov.ge

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. განაცხადების გადახედვა;
2. გასაუბრება ან/და წერითი გამოცდა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
• ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
• ფლობდეს იტალიურ ენას;
• იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, უპირატესობა მიენიჭებათ პოლიტიკური მეცნიერებების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს;
• კანდიდატს უნდა ჰქონდეს იტალიის რესპუბლიკაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს.

კონკურსის თემატიკა:

  • იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები;
  • ადგილსამოფელი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ანალიზი და დაიჯესტი;
  • საკონსულო ურთიერთობები.

სტაჟირების   შედეგების   დადებითი   შეფასების   შემთხვევაში,  სტაჟიორს   ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი  სერთიფიკატი.

სტაჟირება წარიმართება ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და იტალიაში არსებული წესების შესაბამისად!

სტაჟირების კონკურსში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები