თესალონიკში საქართველოს მოქალაქეებს გენერალური საკონსულოს პროექტში სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება მიეცათ

თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო, სამედიცინო სფეროში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევას გულისხმობს.

სამედიცინო მომსახურებაში შედის ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები (რენტგენი, ექოსკოპია).

პროექტში მონაწილეობენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ.

„მოქალაქეებისთვის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების განხორციელებისათვის, გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ გამართა შეხვედრები სხვადასხვა სამედიცინო ცენტრების ხელმძღვანელებთან, რის შემდეგაც შეირჩა დიაგნოსტიკური ცენტრი „პლატონი“.

პროექტის თაობაზე ინფორმაცია გენერალურმა საკონსულომ სოციალური ქსელის საშუალებით 2020 წლის 24 ნოემბერს გაავრცელა და წინასწარი ჩაწერა დაიწყო. მიმდინარე წლის 9 აპრილიდან კი საქართველოს მოქალაქეებს პროექტში მონაწილეობის და სამედიცინი მომსახურების მიღების საშუალება მიეცათ.“ – ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები