ათენში წარჩინებულ ქართველ მოსწავლეებს RED ROCK SEI JEANS- ის ტანსაცმელი გადაეცათ

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის მიერ ათენში წარჩინებულ ქართველ მოსწავლეებს RED ROCK SEI JEANS- ის ტანსაცმელი გადაეცათ.

საზოგადოებრივი ცენტრისა და ბერძნული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია The Smile of the Child-ის ერთობლივი ძალისხმევით, აღნიშნული აქციის ფარგლებში მსგავსი სახის ღონისძიებები უახლოეს დღეებში კვლავ განხორციელდება.

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის ნანა თევდორაძის განცხადებით : ,, დღეს ჩვენ ძალიან სასიხარულო დღე გვაქვს, რადგან შევძელით და გარდა იმისა რომ ჩვენი პირობა შევასრულეთ გავახარეთ ასევე ჩვენი პატარა და ნიჭიერი თანამემამულეები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს და განსაკუთრებით ორგანიზაცია ,,The Smile of the Child”, ასეთი კარგი და მეგობრული ურთიერთობებისათვის რაც ამ რთულ და მოკლე პერიოდში ჩვენს ორგანიზაციასა და მათ შორის დამყარდა”.

წყარო: Diaspora.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები