სამაჭრე ძველი ქართული სასუფრე ჭურჭელი მაჭრისათვის

სამაჭრე – ძველი ქართული სასუფრე ჭურჭელი მაჭრისათვის. მისი მოცულობა მცირეა და დაახლოებით 1, 1,5 ლიტრს აღწევს. უპირატესად ქართლის ჭურჭელია და მზადდებოდა მეტეხ-ერთაწმინდის მეთუნეობის კერაში. ასევე გორში, მუმლაანთკარში, მცხეთაში…

უძველესი სამაჭრეებიდან გვხვდება “ალაზნის კულტურის” (გაღმა მხარე) საწურიანი სამაჭრე ხელადები, რომლებიც თარიღდება უკვე პირველი საუკინეებით… ამ დანიშნულების ჭურჭელი გვხვდება ასევე იმერეთშიც, თუმცა იქაური სამაჭრეები დიდია და თან წითელი კეცისგანაა დამზადებული.

საქართველოში მაჭრის სმის კულტურა უძველესი დროიდან მოდის, მაგრამ მაჭარს მიირთმევდნენ მხოლოდ მცირე რაოდენობით და მცირედი პერიოდით. ის ქართული სუფრის სასმელი, ესე იგი ღვინის “კონკურენტი”, არასოდეს ყოფილა.

📷 ვაზი და ქვევრი = Vine and Kvevri

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები