„თულუხჩების“ ამქარი და მუშტართან რუმბებით და ტიკებით მიტანილი წყალი

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში თულუხჩების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და ძველ თბილისში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

„თბილისში საკმარისად არც წყაროები იყო და არც წყალგაყვანილობის ქსელი. უწინ წყაროებიც და გაყვანილობაც ყოფილა, მაგრამ ისტორიულმა ბედუკუღმართობამ მოასპო ორივე, მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს ამ პრობლემის მოგვარება.

მე-18-19 საუკუნეებში თბილისის შეძლებულ მოსახლეობას წყლით „თულუხჩები“ ანუ წყლის მზიდავები ამარაგებდნენ. ქალაქში თულუხჩების რამდენიმე ამქარი არსებობდა, რომლებსაც თბილისი უბნებად ჰქონდათ დაყოფილი და მუშტართან წყალი რუმბებით, ტიკებით, კასრებითა და დოქებით დაჰქონდათ.

თულუხჩები წყალს ძირითადად მტკვრიდან იღებდნენ. თბილისში ზაფხულის სიცხეში მტკვრის მღვრიე, წყალმოკიდებული, მზისგან დამწვარი თულუხჩები დადიოდნენ და გაბმით გაჰკიოდნენ: „აი, წყალი, წყალიი!” – წერს ხოსიტაშვილი.

“ერთი დროც იყო შვილოსა,

ჩემს მღვრიე ტალღებს თბილისში

სვამდნენ ვით კახურ ღვინოსა”. – იოსებ ნონეშვილის „მტკვარი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები