ვინ იყო ჩხუმლიანი და რა უწოდა მას გაკვირვებულმა ინგლისის დედოფალმა

“სამი სახელი მქვია, ჩემი ნამდვილი სახელია ჩხუმლიანი, ასე შემარქვეს ნათლობისას ერთ-ერთი შორეული წინაპრის პატივსაცემად. მეორე სახელია მინანი – ასე მეძახდნენ შინ მამა, და-ძმები, ახლო ნათესავები. ჩემი მესამე სახელია მიხეილი. მიშად, მიხეილად ალპინიზმის ინსრტუქტორთა სკოლაში მომნათლეს, რადგან ჩხუმლიანის წარმოთქმა უჭირდათ. ახლა პასპორტშიც მიხეილ ხერგიანი მიწერია”…

მიხეილ ხერგიანი თავის დღიურში წერდა: “რაც მედლები მაქვს, ყველაფერს მირჩევნია ის, რომ ბევრი მთამსვლელისთვის შემინარჩუნებია სიცოცხლე, ყველაზე მეტად მიხარებს გულს ის, რომ ადამიანს სიცოცხლეს შევუნარჩუნებ”.

მიხეილ ხერგიანი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. უმამაცეს მთამსვლელზე ლეგენდები დადიოდა.

1964 წელს მიხეილ ხერგიანი ინგლისში მიიწვიეს ტურნირზე. მას ყველა ქალაქში დიდი პატივისცემით შეხვდნენ. ქართველი სპორტსმენი ადგილობრივ ცნობილ მეკლდეურებს ეჯიბრებოდა. ერთ-ერთ ასპარეზობას ინგლისის დედოფალიც დასწრებია. დედოფალმა კლდეზე მცოცავებს რომ შეხედა, გაკვირვებულმა წამოიძახა, თურმე: “ერთს ვიცნობ, ჩვენია, მაგრამ ვინ არის ის, მეორე, კლდის ვეფხვივით რომ დაცოცავს”?  მედიამ დედოფლის ფრაზა აიტაცა და მიხეილ ხერგიანს “კლდის ვეფხვი” სამუდამო სახელად შერჩა…

მიხეილ ხერგიანმა სიკვდილი სიკვდილითვე დაამარცხა და ამიტომაც დარჩა იგი ხალხის ხსოვნაში ლეგენდად…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები