სეულში გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ მოეწყობა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, კორეის ფონდის გალერეაში 2021 წლის 3 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ მოეწყობა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტო ნიმუშები, საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის, ოქრომჭედლობის ნიმუშები; მარნის, ქვევრისა და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ნამუშევრები, ასევე, ეროვნული მუზეუმის უნიკალური ფოტო არქივი, რაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ საქართველოში ღვინის დამზადების 8 000 წლიან უწყვეტ ტრადიციას.

„გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ კიდევ უფრო გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობასა და საექსპორტო პოტენციალს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ უმნიშვნელოვანეს ღვინის ბაზარზე“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

სამხრეთ კორეა, მსოფლიო მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა და ქართული ღვინის პრიორიტეტული ბაზარია.

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი კონცეფცია და ვიზუალური მასალა კორეელი დამთვალიერებლებისთვის საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი ცივილიზაციის სამშობლოს გაცნობას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები