6 მარტს საფრანგეთში არსებული ჯგუფი KAVKAZZ-ი ონლაინ კონცერტს გამართავს

ჯგუფ KAVKAZZ-ის პირველი კონცერტის თარიღი ცნობილია. ის ჩატარდება 6 მარტს, ონლაინ პირდაპირ ეთერში და ყველა მსურველს ვირტუალურად დასწრების შესაძლებლობა ექნება. 

კონცერტზე ანსამბლ “კავკაზის” მიერ შესრულდება კავკასიური სიმღერები. ისინი აკომპანირებული იქნება საფრანგეთში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია “ქართველთა კულტურის კერა ლაზის” ქორეოგრაფის ბექა ნონიაშვილის მიერ დადგმული ცეკვებით. მათ ,,ლაზისა” და ,,კავკაზის” მოცეკვავეები შეასრულებენ.

საფრანგეთში არსებული ინტერნაციონალური ანსამბლის რეპერტუარი ძირითადად ქართული ფოლკლორისგან შედგება. ჯგუფ ,,კავკაზის” დამაარსებელია ფაბიენ მორნე.

კონცერტი ადგილობრივი დროით 19:30 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები