ინფორმაცია საკონსულო მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ

საბერძნეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ლოქდაუნი გაგრძელდება 2021 წლის 8 მარტამდე. აღნიშნული სიტუაციის გათვალისწინებით, საკონსულო განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რაც ითვალისწინებს ადგილზე საკონსულო მომსახურების შეზღუდვებს.

“აქვე, კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ გადაუდებელ, სასიცოცხლო მნიშვნელობისა და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე, რომელიც ფუნქციონირებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 24 საათის განმავლობაში: 6995779793.: – ნათქვამია საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

რაც შეეხება საკონსულო მომსახურებებს, მათ შორის, დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ყოველ სამუშაო დღეს. ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საელჩოს დილის 10.00 საათიდან 13.00 საათამდე, შემდეგ ნომრებზე: 210 674 2186; 210 748 9180.

ასევე ელ. ფოსტის მეშვეობით: athens.con@mfa.gov.ge / athens.emb@mfa.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები