საერთაშორისო განათლების სტიპენდიის პროგრამა

ირლანდიის უმაღლესი განათლების ორგანომ (HEA) გამოაცხადა საერთაშორისო განათლების სტიპენდიის პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია არაევროკავშირის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ქართველი სტუდენტებისთვის. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ირლანდიაში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტს, მაგისტრატურის და კვლევის/დოქტორანტურის სტუდენტებს.

1 წლიანი აკადემიური პროგრამა ითვალისწინებს სწავლის საფასურის სრულად დაფინანსებას და სტიპენდიას 10 ათასი ევროს ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები