ჩვენი მოქალაქეებისთვის სავალდებულო თვითიზოლაცია უქმდება

საქართველოს მოქალაქეები 1 თებერვლიდან ქვეყანაში შემოსვლისას სავალდებულო იზოლაციისგან გათავისუფლდებიან, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე.

ქვეყნის ტერიტორიის საზღვრის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქეს არჩევანის საშუალება ექნება – ან PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი წარმოადგინოს და 8–დღიანი თვითიზოლაცია გაიაროს, ან ქვეყანაში ჩამოსვლის მესამე დღეს საკუთარი ხარჯებით კიდევ ერთი ტესტის ჩაიტაროს.

თუ პირს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას ტესტის უარყოფითი პასუხი არ ექნება, იგი 8–დღიან იზოლაციას დაექვემდებარება.

ამ დროისთვის მოქმედი წესებით, ქვეყანაში შემოსვლისას საქართველოს მოქალაქე PCR-ტესტის არქონის შემთხვევაში 12–დღიან იზოლაციას ექვემდებარება.

საქართველო 1 თებერვლიდან ყველა მიმართულებით რეგულარულ ავიამიმოსვლას აღდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები