შედეგიანი, პრაქტიკული და საჭირო პროფესია – როგორ გახდე ქოუჩი

არსებობს პროფესიები, რომლებიც ყოველთვის დაგვჭირდება, სანამ სამყარო იარსებებს და ადამიანი თვითდამკვიდრებას შეეცდება. ერთ-ერთი ასეთი ქოუჩინგია – პროფესია, რომელიც მოტივაციას გვაძლევს და სასურველი შედეგის მიღწევაში გვეხმარება. მთავარი, რასაც მისგან ვსწავლობთ, არის ის, თუ როგორ ვმართოთ საკუთარი ცხოვრება თავად და მივიღოთ სწორი, შედეგიანი გადაწყვეტილებები.

და მაინც, რა არის ქოუჩინგი? ამ კითხვას ყველაზე უკეთ პროფესიონალი ქოუჩები პასუხობენ:

ნანა გოგიჩაშვილი (ფსიქოლოგიის დოქტორი, ასოც.პროფესორი)

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი – მსგავსება და განსხვავება

-ფსიქოლოგი არის დიპლომირებული სპეციალისტი, რომელიც ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდებისა და საუბრის საშუალებით ცდილობს ადამიანის ფსიქოემოციური პრობლემების რეგულირებასა და მისთვის კონსულტაციის გაწევას.

ფსიქოთერაპევტს აქვს როგორც საბაზისო განათლება ადამიანის შემსწავლელ სოციალურ მეცნიერებებში, ისე პოსტდიპლომური განათლება ფსიქოთერაპიული მიმართულებით.

რაც შეეხება ქოუჩინგს, ეს არის კლიენტთან პროფესიული პარტნიორობა, რომელიც ორიენტირებულია მის ცხოვრებაში განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი ცვლილებების დასახვასა და განხორციელებაზე. ქოუჩი ნაკლებადაა ფოკუსირებული ბავშვობის ან წარსულის ნეგატიურ გამოცდილებებზე, რომელებიც შეიძლება იყოს კლიენტის ამჟამინდელი ცხოვრების სტილის გამომწვევი მიზეზი. ქოუჩინგი ასტიმულირებს ადამიანის კრეატიულობას, ფიქრებს და მიმართულებებს. ამ პროცესის განმავლობაში, ადამიანი, ქოუჩის დახმარებით, მაქსიმალურად ხსნის თავის პირად და პროფესიულ პოტენციალს.

თუ გსურთ პიროვნული ზრდა და სრულყოფა, ახალი სამსახურის და ახალი პროფესიის შეძენა, ოჯახის შექმნა, შემოსავლების ზრდა, საკუთარი ბიზნესის დაწყება, გაქვთ ცვლილებების სურვილი და გჭირდებათ სწორი რეკომენდაციები, მაშინ აუცილებლად გჭირდებათ ქოუჩი.შედეგებზე ორიენტირება  – ქოუჩი ეხმარება კლიენტს, დაისახოს ისეთი მიზნები, რომლებიც მისთვის იმ მომენტში ყველაზე აქტუალურია და ხელს უწყობს მას ამ მიზნების მიღწევის გზების ძიებაში.

ზაზა ქოიავა (ექსპერტი მენეჯმენტსა და ადამიანური რესურსების მართვაში, NLP ქოუჩი, NLP-ს საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი)

ზაზა ქოიავა – ქოუჩინგი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

სისტემური მიდგომა – ქოუჩი ინარჩუნებს კლიენტის პიროვნების მთლიანობას და ფოკუსირდება იმაზე, რომ ცხოვრების რომელიმე ასპექტში განხორციელებული ცვლილებები იყოს უფრო მასშტაბური და აისახოს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ასპექტზე, არამედ მთლიანად გააუმჯობესოს მისი ცხოვრება.

კონცენტრაცია კლიენტზე – ქოუჩს სჯერა იმის, რომ კლიენტს აქვს ყველა რესურსი და უნარი საკუთარი მიზნების მისაღწევად, პატივს სცემს მის მოქმედების გეგმას და იმ შედეგებს, რომელთა მიღწევაც მას სურს. ქოუჩინგი რჩევებისგან თავისუფალი ზონაა.

ცნობიერების განვითარება – ტრანსფორმაციული ქოუჩინგისას კლიენტი იფართოებს მსოფლმხედველობას, უფრო კარგად იცნობს საკუთარ თავსა და ცხოვრებას, ურთიერთობებს, მიზნებს, უფრო ნათლად ხედავს ამ მიზნების მიღწევის გზებს. ეს ყველაფერი კი მას უქმნის მომავალი განვითარების საფუძველს. ქოუჩის ამოცანა ისეთი ტექნიკებისა და ინსტრუმენტების გამოყენებაა, რომლებიც კლიენტს საკუთარი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაში დაეხმარება, შემდეგ კი, უბრალოდ, მხარს დაუჭერს მათი განხორციელების პროცესში.

ჩემთვის ქოუჩინგი არის ადამიანის მიერ შინაგანი რესურსების, არჩევანის მრავალფეროვნების, საკუთარი ღირებულებების შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისა და მასზე საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერების პროცესი, რაც ამ ადამიანის წინსვლისა და განვითარებისთვის მამოძრავებელი ძალაა.


ქოუჩინგი, როგორც სრულფასოვანი პროფესია, თავისუფალია განათლების სისტემის ბიუროკრატიული ჩარჩოებისგან და ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად მისი სქესის, ასაკისა თუ სოციალური სტატუსისა. ქოუჩინგის მთავარი ღირებულება ადამიანია, ინდივიდი, რომელმაც საკუთარი ბედნიერება უნდა შექმნას.

ქოუჩინგის სკოლა, სადაც შეგვიძლია, რომ ამ საქმეს პროფესიონალურად დავეუფლოთ, ერთგვარი სამჭედლოა, სადაც ადამიანები საკუთარ პიროვნებას წვრთნიან. ქოუჩების საქმიანობა იმდენად საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების შემდეგ შეგიძლიათ, დაიწყოთ პრაქტიკული საქმიანობა და აიყვანოთ საკუთარი კლიენტები. თუ ქოუჩინგის სკოლა დაამთავრეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე სერტიფიცირებული ქოუჩი ხართ, რომელმაც გაიარა ყველა საჭირო ეტაპი, გაიმარჯვა საკუთარ სისუსტეებზე და ახლა მზადაა, სხვა ადამიანებს დაეხმაროს ცხოვრების გაუმჯობესებაში.

ქოუჩინგის სკოლაში მიღებული ცოდნა იმ შემთხვევაშიც კი გამოგადგებათ, თუ ქოუჩინგს, როგორც პროფესიას, არ გაჰყვებით და მიღებულ გამოცდილებას მხოლოდ პირადი მიზნისთვის გამოიყენებთ (თუმცა, როცა საკუთარი ცხოვრების მართვას ისწავლი, რთულია, სხვების დახმარების სურვილი არ გაგიჩნდეს).

ქოუჩინგის შესწავლის შემდეგ ადვილად უმკლავდებით დაბრკოლებებს პირად ცხოვრებასა თუ საქმეში, ხდებით მენეჯერი, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ სურვილებსა და მიზნებს განსაზღვრავს, არამედ სწორად ალაგებს სამსახურეობრივ თუ პირად ურთიერთობებს. შედეგად, გიუმჯობესდებათ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან კომუნიკაცია, უკეთ წარმართავთ საკუთარ საქმეს და მარტივად აღწევთ კონკრეტულ მიზნებს, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. მოკლედ, ქოუჩინგის ელემენტებს იყენებთ ყველგან და ყველაფერში, სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ.

მთავარი შედეგი კი, რომელიც ქოუჩინგის ცოდნას მოაქვს, წარმატებასთან ერთად, ბედნიერების განცდა და პიროვნული განვითარების ამოუწურავი შესაძლებლობებია.


ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის „ქოუჩინგის სკოლა“  https://forms.gle/jXig3JtG7gqb8shs9

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები