ინფორმაცია ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 იანვრის საღამოდან 31 იანვრის ჩათვლით   ფრენის ახალი რეგულაციები იმოქმედებს. კერძოდ, აიკრძალება:

  • სხვა ქვეყნის თვითმფრინავების მიღება, სატვირთო და სამედიცინო ევაკუაციისთვის გათვალისწინებული თვითმფრინავის გარდა.
  • ისრაელიდან გაფრენის ნებართვა გაიცემა შემდეგ შემთხვევებში: მკურნალობა, სასამართლო პროცესი – დასწრების აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში, ნათესავის დასაფლავება.
  • აკრძალვა ვრცელდება ისრაელის კერძო თვითმფრინავებზეც, მოხდება გამონაკლისი შემთხვევის გათვალისწინება.
  • ტრანსპორტისა და ჯანდაცვის სამინისტროებს ისრაელიდან გაფრენის ნებართვის გაცემა შეუძლიათ ჰუმანიტარული და პირადი საჭიროების გათვალისწინებით.
  • რეისს, რომელიც უნდა შესრულდეს რეგულაციის ამოქმედებამდე, შეზღუდვა არ შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები