,,მიხარია დილით თვალის გახელა, ყოველი დღე ჯადოსნურია ჩემთვის“ – ქართველი ფოტოხელოვანი და დიზაინერი ნიუ-იორკიდან

ევა კაპანაძე 18 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს და საქმიანობს. სამოდელო სფეროსთან წლები აკავშირებს. პროფესიონალურ ფოტოებს ცნობილ მოდელებს უღებს, ნიუ-იორკის მოდის კვირეულების, არტ გამოფენების, ჯაზმუსიკის კონცერტების ხშირი სტუმარია, მისი ფოტოაპარატის ობიექტივში ბევრი ცნობილი სახე მოხვედრილა. ევა საინტერესო ფოტო-მასალას ცნობილ ამერიკულ გამოცემებს აწვდის. ფოტოხელოვნების გარდა, თოჯინების შექმნითაც არის გატაცებული. ის მათ მოდის ჟურნალების ფურცლებისგან ქმნის და ამერიკაში პოპულარობით სარგებლობენ.

ევა არც სამშობლოს ივიწყებს და მის შემოქმედებაში ქართული მოტივები შთაგონების წყაროდ არაერთხელ ქცეულა. ამ და სხვა საინტერესო ამბებზე, ის ვიდეობლოგში ,,მედიატორი” საუბრობს.

,,შეიძლება გავიდეს წლები, მაგრამ არასდროს თქვა უარი შენს მიზნებსა და სურვილებზე. დიდი შრომასთან ერთად, საკუთარი თავის რწმენა და ნებისყოფა გვჭირდება. არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი. რასაც მივაღიწიე, ეს მხოლოდ დასაწყისია, მაქსიმუმისთვის კიდევ ბევრი ბრძოლა და შრომა დამჭირდება…“

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები