ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს  ინფორმაციით, COVID19 ვირუსის ახალი შტამის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ინგლისში მგზავრობის წესებში ცვილილება შედის:

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 იანვრიდან, ყველა საერთაშორისო მოგზაური, ბრიტანეთის მოქალაქეების ჩათვლით, რომელიც მიემგზავრება ინგლისში, ვალდებულია წარადგინოს COVID19 ვირუსზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც გამგზავრებამდე 72 საათის განმავლობაში ჩატარდება.

ახალი რეგულაციის უგულებელყოფისა და ტესტის პასუხის არქონის შემთხვევაში, მგზავრს დაეკისრება ჯარიმა – £500.

მგზავრები, რომლებიც ინგლისში ჩამოდიან იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ბრიტანეთს არ აქვს ე.წ. სამგზავრო დერეფანი, კვლავ ვალდებული რჩებიან ჩამოსვლის შემდეგ გადავიდნენ 10 დღიან თვითიზოლაციაში. ამ მოთხოვნაზე COVID19 ვირუსზე ტესტის პასუხი არ მოქმედებს.

მგზავრებმა ასევე უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა (locator form) და დაემორჩილონ ქვეყანაში მოქმედი კარანტინის შეზღუდვებს.

ზემოხსენებული წესები მოქმედებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საერთაშორისო მგზავრობის შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები