ჩინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის საშობაო მიღება გაიმართა

2021 წლის 7 იანვარს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის, უკვე ტრადიციად ქცეული, საშობაო მიღება გაიმართა.

ღონისძიების დროს, საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ თანამემამულეებს ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

გარდა  ამისა, ელჩმა სტუმრებს გააცნო საელჩოს მიერ გასული წლის განმავლობაში, გლობალური პანდემიის პირობებში, ჩინეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის აღმოჩენილი სხვადასხვა სახის დახმარებასთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობა. ასევე ხაზი გაესვა, დიასპორის წარმომადგენლებსა და საელჩოს შორის აქტიური კოორდინაციის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები