ქართველი ემიგრანტები დუბლინში საქველმოქმედო ბაზრობას გამართავენ

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, დუბლინის საგანმანათლებლო ცენტრი “ლამპარი”, ტრადიციისამებრ, აწყობს საშობაო საქველმოქმედო ბაზრობას. “ლამპარი ” ყოველ წელიწადს ბაზრობიდან შემოსული თანხით ეხმარება საქართველოში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. თუმცა ამჯერად მათი სურვილია დაეხმარონ მეგი შურუპოვას, ირლანდიის დიასპორის თავმჯდომარის, ლელა შურუპოვას ძმისშვილს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის. 

“გვჯერა, რომ ჩვენი და თქვენი ძალისხმევით სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ მეგის.​ ღიმილა გოგო ასე შეარქვა მას ქართველმა ხალხმა. ჰოდა ერთად დავდგეთ, რომ ღიმილა გოგო თავის პატარა ვაჟკაცს ბედნიერი და ღიმილიანი დავუბრუნოთ.დიდი მადლობა წმ. მაქსიმე აღმსარებლისქართულ ეკლესიას და მამა დავითს, რათა მოგვცა საშუალება, რომ წლევანდელი ბაზრობა ეკლესიის ტერიტორიაზე გაგვემართა. ასევე მადლობა ჩვენს აქტიურ მხარდამჭერს – საქართველოს საელჩოს ირლანდიაში და ბატონ გიორგი ზურაბაშვილს” –  ამბობენ საქველმოქმედო ბაზრობის ორგანიზატორები.

ბაზრობა დუბლინში კვირას, 20 დეკემბერს, მაქსიმე აღმსარებლის ეკლესიაში გაიმართება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები