თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

კლუბ „ანორთოსის“ ინფორმაციით, თემურ ქეცბაია, რომელიც ფამაგუსტას კლუბ „ანორთოსისს“ უდგას სათავეში, კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე კლუბების 13 მთავარი მწვრთნელიდან 12-მა ხმა ქეცბაიას მისცა. კენჭისყრისას ქართველმა სპეციალისტმა 42 ქულა მიიღო.

„ანორთოსისს“ 11 ჩატარებული ტურიდან 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში „აპოლონთან“ ერთად პირველ ადგილს იყოფს.

ქეცბაია „ანორთოსისში“ 2019 წლის აპრილიდან მუშაობს.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისში“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიც თამაშობენ – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები