დაბრუნებულ მიგრანტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 20 მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცემა

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 20 მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცემა. კომპიუტერებით უზრუნველყოფის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს სამშობლოში დაბრუნებულ სასკოლო ასაკის მიგრანტებს, სწავლების დისტანციურ რეჟიმში შეუფერხებლად ჩაერთონ.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც ოჯახთან ერთად, საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ და ემიგრაციიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაბრუნდნენ.

განაცხადები 19 ნოემბრიდან  9 დეკემბრის ჩათვლით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიიღება:

  • ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.  N15ა;
  • ქ. გორი, სამების ქ. N1;
  • ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
  • ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
  • ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები