ინფორმაცია მალტის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

იტალიის, სან მარინოსა და მალტის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური ხშირად უწევს ორგანიზებას გასვლით საკონსულო მომსახურებას საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც დიდი მანძილის გამო ვერ ახერხებს საკონსულო მომსახურებისთვის რომში ჩასვლას.

2020 წლის 16 ნოემბერს, საელჩოს საკონსულო სამსახური გეგმავს ეწვიოს მალტის რესპუბლიკას, სადაც კონსული ადგილზე ჩაიბარებს სხვადასხვა სახის განცხადებებს, ასევე ადგილზე გაგიწევთ კონსულტაციას სხვადასხვა საკონსულო და სხვა სამართლებრივ საკითხებზე.

მოქალაქეთა საკონსულო მიღება იწარმოებს:

ორშაბათს 16 ნოემბერს, 13:00-16:00 საათამდე

მისამართი: The Malta Chamber of Commerce, Enterprise and Industry 64, The Exchange Buildings Republic Street Valletta, Republic St, Valletta VLT, 1117, Malta

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდით: +39 3337652110

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები