11 ნოემბრიდან 30 დღის განმავლობაში  უნგრეთში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს 

კორონავირუსის გავრცელების ტემპების შენელების მიზნით, უნგრეთის ხელისუფლება ქვეყანაში ახალ შეზღუდვებს აწესებს, კერძოდ: 

  • · საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე ქვეყანაში იმოქმედებს კომენდანტის საათი. შეზღუდვები არ შეეხებათ სამსახურში მიმავალ პირებს;
  • · დაიხურება უნივერსიტეტები და სხვა უმაღლესი სასწავლებლები. სწავლა გაგრძელდება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში;
  • · ბაღები და სკოლები განაგრძობენ ფუნქციონირებას. მხოლოდ მე-8 კლასის ზემოთ მოსწავლეები ისწავლიან დისტანციურად;
  • · ქვეყანაში იკრძალება ყველა ტიპის შეკრება;
  • · დაიკეტება რესტორნები და კაფე-ბარები. იმუშავებს მხოლოდ გამოძახების სერვისი;
  • · 30 დღის განმავლობაში რესტორნები გათავისუფლდებიან სახელმწიფოსთვის დასაქმებულთა გადასახადისაგან. თუ რესტორნები არ გაათავისუფლებენ თანამშრომლებს, დასაქმებულებს ხელფასის ნახევარს გადაუხდის სახელმწიფო;
  • · ექიმები, სამედიცინო პერსონალი, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მასწავლებლები ყოველკვირეულ რეჟიმში შემოწმდებიან კორონავირუსზე.
  • · მაღაზიები, საპარიკმახეროები და სხვა სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები იმუშავებენ საღამოს 7 საათამდე;
  • · დაიხურება დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ადგილები (ფიტნეს დარბაზები, დახურული საცურაო აუზები, მუზეუმები, თეატრები და ზოოპარკები);
  • · სასტუმროები მიიღებენ მხოლოდ ბიზნეს კლიენტებს (იკრძალება ტურისტების მიღება);
  • · სასტუმროებს, 8 ნოემბრამდე გაკეთებული ჯავშნებისათვის 30 დღის განმავლობაში სახელმწიფო გადაუხდის ღირებულების 80% თუ ისინი არ დაითხოვენ თანამშრომლებს;
  • · ძალაში შევა ღონისძიებათა ზოგადი აკრძალვა. დასაშვები იქნება 10 ადამიანამდე საოჯახო შეკრება, ქორწილი და კერძო ღონისძიება. მხოლოდ მშობლებს, მოწმეებსა და დედმამიშვილებს შეეძლებათ დაესწრონ სამოქალაქო და რელიგიურ ქორწინების ცერემონიებს. დასაფლავებაზე დაიშვება 50 ადამიანამდე დასწრება;
  • · სპორტული ღონისძიებები გაიმართება მაყურებლების გარეშე;
  • · დაიშვება გარე სპორტის სახეობები. აიკრძალება სამოყვარულო სპორტული აქტივობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები