შქმერულით მარკეტების მსხვილი ქსელი Lawson- ი დაინტერესდა

Family Mart-ის შემდეგ ქართული კერძით იაპონიის კიდევ ერთი მარკეტების მსხვილი ქსელი Lawson- ი (ქვეყნის მასშტაბის 14 ათასზე მეტ მაღაზიას აერთიანებს) დაინტერესდა.

დღეიდან Lawson-ის მაღაზიებში სწრაფი მომზადების შქმერულის წვნიანი გაიყიდება. პროდუქტის შეფუთვაზე აღნიშნულია შქმერულის ქართული წარმომავლობა, რაც იაპონიაში საქართველოს ცნობადობის კიდევ მეტად გაზრდას შეუწყობს ხელს.

იაპონიაში საქართველოს საელჩო აქტიურად ჩართულია აღნიშნული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები