Import Goods Fair – საქართველო იმპორტიორთა ასოციაციის ონლაინგამოფენაში მონაწილეობდა 

მიმდინარე წლის 26-28 ოქტომბერს ქალაქ სოკჩოში, კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA- აერთიანებს 4000-მდე ადგილობრივ კომპანიას) ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური სემინარი სახელწოდებით „Import Goods Fair (IGF)“, რომლის ფარგლებშიც შედგა სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული პროდუქციის ონლაინ გამოფენა.

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, დამსწრე საზოგადოებისთვის გამოფენილი იქნა სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო.

ღონისძიებას ადგილზე ესწრებოდა ქვეყნის 63 წამყვანი იმპორტიორი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და სემინარის ტრანსლირება ხორციელდებოდა ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებებისა ხსენებული ღონისძიება წარმატებით ჩატარდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები