ქართული ფილმების რეტროსპექტივა ხორვატიაში 

ცნობილი ქართველი რეჟისორების რამდენიმე ნამუშევარი ხორვატიაში დაგეგმილი ჩვენებისთვის შეირჩა. ქალაქ სპლიტის კინო-კლუბის მრავალფეროვან პროგრამაში ქართული მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების აღდგენილი ვერსიები მოხვდა.

სპლიტის კინო-კლუბი ქართულ ფილმებს ნოემბრის ორ შაბათ-კვირას დაუთმობს. სპეციალურად შეირჩა ფილმები, რომლებიც ქართული კინოს „ოქროს ხანას“ ასახავს. ქართული ფილმების რეტროსპექტივას ხორვატიაში გიორგი შენგელაიას “ალავერდობა” გახსნის და ზაზა ურუშაძის “სამი სახლი” დახურავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები