,,ჰობზე მეტი“ – როგორ მოხვდა ეკა ცაბაძის ნამუშევრები ცნობილი იტალიელი დიზაინერების ყურადღების ცენტრში

ვიდეობლოგი იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ქალბატონს ეკა ცაბაძეს გაგაცნობთ. ის 6 წელია რომში ცხოვრობს და სხვა ქართველი ქალბატონების მსგავსად, მასაც ფიზიკური შრომა უწევს. თავისუფალ დროს კი, საყვარელ საქმეს უთმობს…

ემიგრანტი ქართველის ხელნაკეთმა ნივთებმა უკვე მიიპყრო იტალიელების ყურადღება – რამდენიმე ნამუშევარი ვენეციაში გამართულ ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენაზეც გაიყიდა. მანამდე მისი ნაქარგობები თბილისის „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულზე იყო წარდგენილი, შემდეგ კი ფოტოები ჟურნალ „ვოგის“ ფურცლებზეც აღმოჩნდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მისი ოცნება საკუთარი სახელოსნოა. მანამდე კი, ემიგრაციაში ნამუშევრებს ერთ პატარა ნაქირავებ ოთახში ქმნის, რომელიც მისთვის ერთდროულად მისაღებიც, საძინებელიც და სახელოსნოც არის…

ეკა ცაბაძე უფრო დაწვრილებით საკუთარ შემოქმედებაზე, რომელსაც „ანტიდეპრესანტს“ უწოდებს, ვიდეობლოგში საუბრობს. როგორ მოხვდა ლუი ვიტონის (Louis Vuitton) ყოფილ დიზაინერებთან მისი ნამუშევრები და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, გაიგეთ ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკიდან ,,ემიგრანტული ამბები“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები