“რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“ “World Travel Awards”- ის გამარჯვებულია

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ – ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე “World Travel Awards”, “რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულმა“ გაიმარჯვა კატეგორიაში GEORGIA’S LEADING HOTEL 2020.

“World Travel Awards“ უკვე 27 წელია მსოფლიოს მასშტაბით აჯილდოებს ლიდერ კომპანიებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში.

„გვინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ძვირფას სტუმრებს, თანამშრომლებს და გულშემატკივრებს, ვინც მხარს გვიჭერდნენ კონკურსის განმავლობაში.

2020 წელს უამრავ გამოწვევას გავუმკლავდით. ყველაფრის მიუხედავად, ვცდილობდით არ შეგვეწყვიტა განვითარება, რის შედეგადაც ახალ ხარისხში ავიყვანეთ ჩვენთან სტუმრობის გამოცდილება.“ – წერს თავის ფეისბუქ გვერდზე “რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები