ინფორმაცია შვეიცარიის კონფედერაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

შვეიცარიის კონფედერაციაში Covid-19 ვირუსის სწრაფად გავრცელებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტმა  განაახლა რეკომენდაციები, რომლებიც ძალაში 29 ოქტომბრიდან შევიდა.

ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიღებულია შემდეგი ადაპტირებული რეკომენდაციები:

– სავალდებულოა პირბადის ტარება მთელი ქვეყნის მასშტაბით შიდა და გარე სივრცეებში, განსაკუთრებით იქ, სადაც შეუძლებელია 1.5 მეტრის დისტანციის დაცვა;

– შეიზღუდა ბარების, რესტორნების, კლუბების და ა.შ მუშაობა საღამოს 11.00 საათიდან დილის 06.00 საათამდე;

– საჯარო შეხვედრებზე დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდა 50 პირამდე, ხოლო კერძო ხასიათის შეკრებებზე-10 პირამდე.

– სპორტული, კულტურის და სხვა ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა-მაქსიმუმ 15 პირი (ჟენევის კანტონში მაქსიმუმ 5 პირის შეკრება არის დასაშვები);

– უმაღლესი განათლების დაწესებულებებში რეკომენდებულია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა სრულად;

– სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისთვის რეკომენდებულია სახლიდან მუშაობა;

– რეკომენდებულია სწრაფი ტესტების ინტენსიური გამოყენება, მაგალითად იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ პირს შესაძლოა კომუნიკაცია ჰქონდა კოვიდ-ინფიცირებულ პირთან; PCR ტესტების ინტენსიური ჩატარება ძალაში რჩება;

– მხოლოდ გადაუდებელი ჰუმანიტარული და სამსახურებრივი ვიზიტების განხორციელება არის რეკომენდებული;

„განახლებული იქნა მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების/რეგიონების სია. ამ ქვეყნებიდან შვეიცარიაში შემოსვლის შემთხვევაში, სავალდებულოა 10 დღიანი კარანტინის გავლა. 29 ოქტომბრიდან განახლებულ, მაღალი რისკის ქვეყნების სიაში, საქართველო არ ფიგურირებს. აღსანიშნავია, რომ ვინაიდან, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, შვეიცარიაში ამ დროისთვის ეპიდემიის ფონი საშუალოზე უფრო მაღალია, ქვეყანამ შეცვალა მიდგომა მაღალი რისკის ქვეყნების კლასიფიკაციის მიმართ, რის გამოც მაღალი რისკის ქვეყნების სიაში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა და რეგიონი აღმოჩნდა.“ – ნათქვამია შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

კოვიდინფექციასთან დაკავშირებით ცხელი ხაზის ნომრებია:

Federal Office of Public Health, Infoline Coronavirus +41 58 463 00 00

Infoline for people travelling to Switzerland +41 58 464 44 88

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები