ნიდერლანდებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის მკაცრი შეზღუდვები დააწესა

ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში მუდმივად მცხოვრებ (რეზიდენტ) პირებს ნიდერლანდებში ტურისტული მიზნებით შესვლა აეკრძალათ, ნათქვამია ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საელჩოს ინფორმაციით, ნიდერლანდებმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. გადაწყვეტილება ძალაში 27 ოქტომბრიდან შევიდა.

ახალი წესების თანახმად, საქართველოდან ნიდერლანდებში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს (მათი ოჯახის წევრებს) გამონაკლისის სახით რამდენიმე შემთხვევაში შეუძლია. კერძოდ, თუ პირი არის ევროკავშირის ქვეყნების ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე; ნორვეგიის, ისლანდიის, შვეიცარიის, მონაკოს, ანდორას, სან–მარინოს ან წმინდა საყდრის (ვატიკანის) მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირი.

ნიდერლანდების ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ ის პირებიც, რომელთაც აქვთ გრძელვადიანი ვიზა (MVV), მუშაობენ ქვეყანაში (ექიმი, მედდა, ტრაილერის მძღოლი, მკვლევარი და ა.შ.), რეგულარულად კვეთენ საზღვარს (cross-border commuter), დასაქმებული არიან  ენერგეტიკის სფეროში, ქარის ელექტროსადგურზე, ოფშორულ კომპანიებში და ა.შ.

საზღვრის კვეთის დროს აუცილებელია მოქალაქეს თან ჰქონდეს ტერიტორიაზე შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები