ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF) ონლაინ ფორმატში ჩატარდება

საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF, რომელიც პანდემიის გამო გადაიტანეს ონლაინ–რეჟიმში გაიმართება.

ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა “ალტერნატიული ტალღა” 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყო.

“ალტერნატიული ტალღა 2020”-ის მთავარი მიზანია მცირებიუჯეტიანი მხატვრული ფილმების პროექტების განვითარება უცხოელი და ქართველი კინო პროფესიონალების დახმარებით. პლატფორმა ძირითადად ფოკუსირებულია ქართულ კინოპროექტებზე, თუმცა რამდენიმე წლის წინ მას შავი ზღვის რეგიონიც (თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი) შეუერთდა.

“ალტერნატიული ტალღა” ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც  შესაძლებლობას აძლევს ქართველ კინემატოგრაფისტებს საერთაშორისო ექსპერტებისგან მიიღონ პროფესიული მხარდაჭერა. მოგვიანებით კი, შერჩეული პროექტების წარდგენა ხდება სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე. “ალტერნატიულ ტალღა”-ს კოორდინაციას პროდიუსერი ლაშა ხალვაში და რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი უწევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები