სან-ფრანცისკოში ქართული მემკვიდრეობის სკოლა გაიხსნა 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქალაქ სან-ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, 2020 წლის 26 ოქტომბერს შედგა საქართველოს მემკვიდრეობის სკოლის გახსნის საინაუგურაციო ცერემონია.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს გენერალურმა სან-ფრანცისკოში, კონსულმა ლევან ბერიძემ, ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები და საკვირაო სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც გენერალური საკონსულოს მიერ გადაეცათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ქართული ენის შემსწავლელი კურსის სახელმძღვანელოები.

სკოლას, რომელშიც ამჟამად ორმოცამდე მოსწავლეა დარეგისტრირებული, უხელმძღვანელებს ქართული მემკვიდრეობის ფონდის დამფუძნებელი, ლიანა ნიცეცკაი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები