თამთა მელაშვილის “გათვლა” მაკედონიურ ენაზე ითარგმნა 

მწერალთა სახლის მხარდაჭერით, მაკედონიურ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Makedonika Litera მიერ გამოიცა თამთა მელაშვილის ,,გათვლა”. წიგნი ლენცე ტოჩევამ თარგმნა. 

„გათვლა“ თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნია. ეს არის ამბავი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ხდებოდეს. ვრცელი მოთხრობა, რომელსაც არ გააჩნია ორიენტირი დროსა და სივრცეში. წიგნში არსად არის ნახსენები თარიღი ან გეოგრაფიული სახელი. კონფლიქტის ზონაში მდებარე პროვინციულ ქალაქში მცხოვრები ორი თინეიჯერი გოგონას ამბავი ცალკეული ეპიზოდებისგან შედგება და კვირის დღეების მიხედვითაა დასათაურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები