ციურიხში ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო 

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, ხელოვნების პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენის – Zurich Art International-ისფარგლებში ცნობილი ქართველი მხატვრის, ქალბატონი მაკა დადიანის გამოფენა მოეწყო.

გამოფენამ, რომელზეც ქალბატონი მაკა დადიანის მიერ წარმოდგენილი იყო მიმდინარე ეპიდემიის პირობებში შექმნილი კოლექცია – Metamorphosis, დიდი წარმატება მოიპოვა.

ამავე გამოფენის ფარგლებში, 2 ოქტომბერს საელჩოს მონაწილეობით გაიმართა მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ შვეიცარიის ფართო საზოგადოებრივი წრეები, შვეიცარიაში მცხოვრები თანამემამულეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები