პოლონეთში ქართული დიასპორა და საქართველოს საელჩო ერთობლივ აქციას გეგმავს

პოლონეთში ქართული დიასპორის ინფორმაციით, ქართული დიასპორა და საქართველოს საელჩო პოლონეთში გეგმავს ერთობლივ აქციას, რომლის მიზანია ქართველი საკონტრაქტო ოფიცრების საფლავების მოწესრიგება და მათი აღნიშვნა საქართველოს დროშით.

აქცია დაგეგმილია 17 ოქტომბერს 12:00 საათზე ვარშავის პოვონზკის სამხედრო სასაფლაოზე.

მისამართი: ul. Powązkowska 43/45, Warszawa

აქციაში მონაწილეობა სხვა მსურველებსაც შეუძლიათ.

„იმედი გვაქვს შემოგვიერთდებით და თქვენს წვლილს შეიტანთ ამ კეთილ საქმეში. მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 14 ოქტომბრამდე.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები