“თქვენს ოფლით ნაშოვნ ევროებზე დგას სრულიად საქართველოს ოჯახები”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, შოთიკო ვაშალომიძე, პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ქართველ ემიგრანტ ქალებს მათი თავგანწირვისთვის მადლობას უხდის.

“ყველა იმ ქალსა და გოგოს, ვინც იტალიაში თუ სხვა უცხო ქვეყანაში მძიმე შრომაშია, ვინც ბევრს წვალობს და კაპიკს კაპიკზე ადებს და ოჯახს არჩენს, ჩემი დიდი პატივისცემა.   იცოდეთ, თქვენ გმირები ხართ, საუკეთესო დედები, ცოლები და გოგოები. ყველამ ვიცით, რომ თქვენს ოფლით ნაშოვნ ევროებზე დგას სრულიად საქართველოს ოჯახები. გვეამაყებით.

მე დედა გვერდით მყავს, საქართველოში და წარმომიდგენია, რა რთულია, თქვენი შვილებისთვის მონატრება და თქვენი მონატრება შვილების – კიდე უფრო დიდი. ყველა ის კაცი თუ ბიჭი, რომელიც თქვენს ოფლით ნაშრომს აზარტულ თამაშებში, სასმელში თუ ნარკოტიკში უშვებს, ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ნაგავია. მრცხვენია მათ მაგივრად, არ იმსახურებენ თქვენს ამხელა თავგანწირვას. მინდა, გისურვოთ გამძლეობა, გაგამხნევოთ და ამ ქვეყნის კარგი მამაკაცების სახელით დიდი მადლობა გითხრათ ყველას…” – წერს შოთიკო ვაშალომიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები