ციურიხში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 27 სექტემბერს მუშაობა დაიწყო  პირველმა ქართულმა საკვირაო სკოლამ, რომელიც ციურიხში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის ძალისხმევით, რომლის შემადგენლობაში არიან ზვიად არაბიძე, თამუნა კორძაძე და ია არაბიძე, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ მხარდაჭერითა და საქართველოს საელჩოს პატრონაჟით გაიხსნა.

ქართული საკვირაო სკოლა მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებს, მუსიკის შესწავლასა და საინტერესო აქტივობებს სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები