უკრაინაში ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართა 

1-4 ოქტომბერს, უკრაინაში კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი სიტუაციის გამო, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით,  კიევში დაგეგმილი ქართული კულტურის რიგით მე-9 ფესტივალის „თბილისობა ანდრეევსკის დაღმართზე“ მასობრივი ღონისძიებების ნაცვლად, გაიმართა ორდღიანი აქცია „თბილისობა. გასეირნება ანდრეევსკის დაღმართზე“.

„თბილისობა“ ტრადიციულად გახსნა ივანე კავალერიძის სახელოსნო-მუზეუმმა, სადაც 1 ოქტომბერს გაიმართა საერთაშორისო გამოფენის “До Грузії з любов’ю” ვერნისაჟი. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მხატვრებმა უკრაინიდან, იტალიიდან და ავსტრალიიდან, ხოლო საქართველო წარმოდგენილი იყო უკრაინაში მცხოვრები ქართველი მხატვარის თამაზ ავალიანის ნამუშევრებით.  ანდრეევსკის დაღმართზე, ღია ცის ქვეშ კიდევ სამი გამოფენა მოეწყო: ფოტოგამოფენები – „2019 წლის „თბილისობა“ კიევში“, „საქართველოო ლამაზო“ და საბავშვო ნახატების გამოფენა „ბავშვების თვალით დანახული საქართველო“. გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყვნენ ქართული ღვინის დისტრიბუტორები და რესტორნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები