საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ლიტერატურულ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში, 14-18 ოქტომბერს  ორი ღონისძიებით წარდგება.

2020 წელს COVID-19-ის პანდემიიდანგამომდინარე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ჩვეული ფორმატით არ ჩატარდება. ღონისძიებების ნაწილი ქალაქის სხვადასხვა ლიტერატურულ, კულტურულ-სახელოვნებოსივრცეში Bookfest City-ისფარგლებში გაიმართება, ნაწილი კი Bookfest Digital-ისფორმატში ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს.

15 ოქტომბერს 20:00 საათზე (გერმანიის დროით) Bookfest City-ისფარგლებში, სასტუმრო “Roomers Frankfurt”-ში ბერლინში მცხოვრები ქართველი მწერალი იუნონაგურული თავის ახალ წიგნს “Mohnfelder” (Corvinus Presse, 2020) წარადგენს, მოდერატორობასმას გერმანელი ლიტერატორი სუზან შმიდტი გაუწევს.

17 ოქტომბერს 15:20 საათზე (გერმანიის დროით) Bookfest Digital-ისფორმატში, საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ონლაინ რეჟიმში საქართველოს და ქართული ლიტერატურის შესახებ ქართველი მწერლების მონაწილეობით გადაღებული მოკლე ფილმის ჩვენება გაიმართება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ტრადიციულად ინარჩუნებს გლობალური საგამომცემლო ინდუსტრიის ჰაბის ფუნქციას და წელს გამომფენებსუნიკალურ ელექტრონულ პლატფორმას – “International Markets” – სთავაზობს. აღნიშნული პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნის საგამომცემლო სექტორის ვირტუალურ სივრცეებს აერთიანებს და საგამომცემლო საქმის პროფესიონალებს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში გაეცნონ ინფორმაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წიგნის ბაზრის, მათი თავისებურებების შესახებ. დაინტერესებული დამთვალიერებელი „International Markets“-ის პლატფორმაზე ქართული წიგნის ბაზრის ვირტუალურ სივრცესაც მიაკვლევს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი იღებს მონაწილეობას. საქართველო 2007 წლიდან ტრადიციულად, ყოველწლიურად მონაწილეობს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგა და ლიტერატურული და საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში არაერთი ღონისძიება მიეძღვნა ქართულ ლიტერატურასა და კულტურას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები