ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დიასპორის წარმომადგენლებთან დისტანცური სამუშაო შეხვედრა გამართა 

 

2020 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის დისტანციური სამუშაო შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში  მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.
 
მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები დიასპორის კუთხით, ის მიმდინარე პროექტები, რომელთაც საგარეო უწყება ახორციელებს დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად, ისაუბრა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე,  დიასპორისა და სახელმწიფოს ერთობლივი ინტერესების წარმატებით გასატარებლად. საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გლობალური პანდემიის პირობებში უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დასახმარებლად გაწეულ საქმიანობას და მის შედეგებს.

თავის მხრივ, დიასპორულმაორგანიზაციებმა აღნიშნეს სახელმწიფოსა და დიასპორის ერთიანობა COVID– 19-ით შექმნილი გამოწვევების დაძლევის გზაზე და მადლობა გადაუხადეს საგარეო უწყებას და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს თანამემამულეთა  სოციალური, სამედიცინო თუ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მიზნით გაწეული საქმიანობისათვის. აღინიშნა “დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის” საგრანტო პროგრამის მნიშვნელობა, დიასპორის ხელთ არსებული  რესურსების გასაძლიერებლად.

აღსანიშნავია, რომ გარდა დიასპორული ორგანიზაციებისა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბრიტანულ-ქართულისაზოგადოებები, რომლებიც ხელს უწყობენ საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული თუ სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას. დაისახა სამომავლო, ერთობლივი თანამშრომლობის გზები.

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმაღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნის დიასპორებთან ონლაინ შეხვედრები, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქართული დიასპორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სოფიო ქაცარავამ, ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა.

ანალოგიური სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები