ბერლინის სამხარეო პარლამენტის სტიპენდია გამოცხადდა

ბერლინის სამხარეო პარლამენტის განათლების ფონდი დახმარებას უწევს მაგისტრატურის სტუდენტებს, დოქტორანტებსადა პოსტდოქტორანტებსსაფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც ბერლინის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში სწავლობენ და მოღვაწეობენ.

გაიცემა 15 სტიპენდია უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის 1100 ევროს ოდენობით, ხოლო პოსტდოქორანტებისათვის1630 ევროს ოდენობით თვეში.

2021-2022 სასწავლო წლის (1.10.2021 – 31.7.2022) სტიპენდიის მისაღებად განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 დეკემბერი.

ბერლინის წარმომადგენლობითმა პალატამ აღნიშნული სტიპენდია 1994 წელს დააფუძნა და მას შემდეგ, ყოველწლიურად ათობით მკვლევარს აძლევს საშუალებას, ცოდნა  ბერლინის კვლევით ცენტრში გაიღრმავონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები