საქართველოს საელჩო კატარაში ემიგრანტებისათვის ონლაინკონსულტაციას გამართავს

30 სექტემბერს 13:00 საათზე (კატარის დროით) კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს „Facebook“ გვერდზე განხორციელდება საელჩოს უფროსი მრჩევლის, ალექსანდრე ჯიშკარიანის პირდაპირი ჩართვა, 31 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით.

  • კერძოდ, მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია შემდეგი საკითხების შესახებ:
  • არჩევნებში ხმის მიცემის მიზნით საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის წესი და ვადები;
  • საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის გადამოწმებასთან დაკავშირებული საკითხები;
  • სახელისა და/ან გვარის ცვლილების შემთხვევაში, საკონსულო აღრიცხვაზე ხელახლა დადგომის წესი;
  • საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღისთვის რიგ საარჩევნო ღონისძიებებთან და სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებული საკითხები;
  • სხვა მნიშვნელოვანი თემატიკა, რაც დაკავშირებულია დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან.

საელჩოსგან სხვა საკითხებზე კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, უმჯობესია, ემიგრანტებმა წინასწარ გაუგზავნონ შეკითხვები საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები