საქართველოს ელჩი ავსტრიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა 

გაცნობითი შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ავსტრიაში,  ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ავსტრიაში მედიცინის სფეროში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. 

შეხვედრისას განხილული იქნა პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები და ამ მხრივ ავსტრიაში არსებული ვითარება. ქართველმა მედიკოსებმა ელჩს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და აქვე მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიის შესაკავებლად.

შეხვედრისას საუბარი შეეხო აგრეთვე საელჩოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და ავსტრიასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებშიც ასევე მნიშვნელოვანია დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობა.

ღონისძიება ავსტრიაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციებისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები